Sunday, September 19, 2010

სერიიდან: მე და საქართველო

მიყვარს/არ მიყვარს

საქართველოში ყოველ ჯერზე ჩამოსვლისას, თბილისში, მშობლიურ „ალექსეევკას“ აეროპორტში დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავში მჯდომს, ხშირად მიფიქრია: რა არის ის, რასაც ჩასვლისას პირველად გავაკეთებ. როგორც წესი, ჩემი მრავალჯერადი დაკვირვებიდან გამომდინარე, სწორედ ამ მომენტებიდან მახსენდებს თავს თანამემამულე თანამგზავრთა ჩვევები, “გრუზინულ“ მოვლენებად ქცეული ფენომენები, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს და აშკარად თვალშისაცემია ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას.

ამ ფონზე, ერთი-ორი ავტორის და ბლოგერის წაბაძვით, მეც გამიჩნდა სურვილი გავაკეთო ჩემი მიყვარს/არ მიყვარს მოკლე ჩამონათვალი. როგორც ამბობენ, ცუდი არ არის, იმ მავნე ჩვევების ხშირად ჩამოწერა, რისთვისაც თავის დანებება გულით გწადია ადამიანს. ჰოდა, ასე იქნებ მეც უფრო გამიადვილდეს ამ ყველაფრის უფრო მსუბუქად აღქმა ან იმაზე კონცენტრირება, რაც მიყვარს და ყოველთვის მენატრება საქართველოს გარეთ ყოფნისას.

არ მიყვარს - თბილისის აეროპორტში მაინცდამაინც შუაღამეზე ჩამოსვლა; რამდენიმე წამის დამჯდარ, მაგრამ ჯერ კიდევ მოძრავ თვითმფრინავში ბარგის ჩამოსაღებად წამომხტარი მგზავრები, ურიგოთა „რიგი“ საპასპორტო კონტროლთან; კომენტარები ბარგის აღებისას; ტაქსის მძღოლის უკბილო ხუმრობა; მოღრჭიალე ლიფტი; დილით ადრე გაღვიძება; დაბურულმინიანი ჯიპებით გადატენილი ქუჩები; გადატყავებული სკამები სამარშრუტო ტაქსში; რესტორნებში სქელი შავი ტყავის მენიუები გარედან ამოტვიფრული „კრომბარეხირით“; სამარხო ნაყინი (ასეთიც არსებობს!); მეზობელ/ნათესავების საყვედურნარევი შეკითხვები დაქორწინების უახლოესი გეგმების შესახებ; ეგრეთწოდებული „საინფორმაციო” გადაცემები ქართულ არხებზე; სარეკლამო რგოლებად ქცეული თანამედროვე ქართული ფილმები; თავისუფლების მოედანზე აღმართული წერეთლის „შედევრი“; ჰომოსოვიეტიკუსის ხორცშესხმული ასლი ქართლის დედა; ნაგვად დახვავებული ცელოფნის პარკები და ცარიელი პლასტმასის ბოთლები ბუნებაში; შარდენის ქუჩა; ქვემო იმერეთი;

ბალანსის დაცვის მიზნით, აქ შევჩერდები და შემდეგნაირად განვაგრძობ:

მიყვარს - სწრაფი საპასპორტო კონტროლი; ღამის თბილისის ნიავი; დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად ჩაჯდომა; რიკოთის უღელტეხილის ჰაერი; დედაჩემის მოყოლილი უბნის სიახლეები; დილის გამოძინების შემდეგ მეგობრის ზარი; გემრიელი ლობიანი; მთები; სოფელში შემორჩენილი მოხუცების მოყოლილი ამბები; ბუნებაში გასვლა; სახელდახელოდ გაწყობილი სუფრა რაჭის სოფელში; გასეირნება თივის ზვინებში; გემრიელი ხუმრობა; ისპანახის ფხალი ნიგვზით; აღმართის ავლა კოჯრის ქუჩაზე; ტრასაზე ნაყიდი ვეებერთელა საზამთრო; ყორეები; სოფლის ორღობის მტვერი; თონეში ახლადგამომცხვარი პურის ოხშივარი; ჰამაკი და რეზო გაბრიაძის მოთხრობები; ზემო იმერეთი;

3 comments:

  1. miyvars roca rachis sashinel gzebze najanjgharebi sasazghvro sofelshi 'saxeldaxelod' gashlil mefur sufraze vzivar da kutaisurad vaboleb xalxs... yvelze gadacvlil xvanchkaras bizashvils vsvav da amdros sheni sms-i momdis,,,magalitad samxret afrikidan..minda vitiro da mteli chemi bavshvoba im glexur ojaxshi davtovo da movyve magram ar shemizlia imitom rom ar sheizleba...da mainc miyvars...bavshvoba da zemo imereti..kutaisi da sheni titebi...moukneli titebi...tik...

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. miyvars lado asatianis leqsebi... qartuli cekva... mzis amosvla datovlil kavkasionze... axladdadebul xrashuna tovlshi gamit lampionebit ganatebuli xeebis qveshi siaruli Telavshi... mikvars saxli... chemi ezo da cota damtvreuli bavshvobis saqanela... zafxulis cvimashi tmis dasveleba da velosipedit gubeebshi chachyapuneba... 9 aprilis quchaze velosipedit scrafad dashveba Niniastan ertad (zamtarshi cigit) da Niniastan gautavebeli laparaki:)... dedas darguli zambaxebi... gadashlili venaxebis kureba xis chrdilidan... atmis xis kvaviloba... mikvars zalian mikvars dedas gaketebuli citeli borshi... mamas shemcvari kartofili da dilit dakrefili malina... Rusostan ertad kofna da telefonshi sakvareli xmis gagoneba... bolos "jer shen gatishe":)
    mikvars kvelaferi rac kargad mtavrdeba, bevri rame mikvars saqartveloshi:) chemtvis mikvars/ar mikvars ufro adamianebs ukavshirdebat vidre adgils, tumca saqartvelo mainc sxvanairad aris gulshi chabechdili:)
    ... mikvars Tikos stumroba budapeshtshi :)

    ReplyDelete